ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ 28 წლის მამაკაცს ეძებენ | Allnews.Ge

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ 28 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, შემთხვევის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატორთან შეტყობინება 22:05 საათზე შევიდა და 10 წუთში მობილიზებული იყვნენ მაშველები და მყვინთავები.

"სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლის ქვეშ. შუაღამისას ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ იძულებული გაგვხადა შეგვეწყვიტა სამუშაოები, რომელიც დღეს დილით 06:30 საათზე განახლდა", - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მობილიზებულია სამი სამაშველო კატარღა , 8 მაშველი და ოთხი მყვინთავი.

myquiz