აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას საკრებულოსთან სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს | Allnews.Ge

აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას საკრებულოსთან სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს

თბილისის მერს, დავით ნარმანიას საკრებულოსთან სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ნაჯახი თბილისში მოჭრილი ხეების სიმბოლოა.

მათივე განმარტებით, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს იქამდე, ვიდრე თბილისის მერი თანამდებობას არ დატოვებს.

რაც შეეხება უშუალოდ საკრებულოსთან ცოტა ხნის წინ დაწყებულ აქციას, ის ამ დროისთვის დასრულებულია.

როგორც ცნობილია, თბილისის მერი დავით ნარმანია 16:00 საათზე საკრებულოში მივა და დეპუტატებს დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

myquiz