სოფელ მეჯვრისხევის ნაწილს 5 დღეა წყალი არ მიეწოდება | Allnews.Ge

სოფელ მეჯვრისხევის ნაწილს 5 დღეა წყალი არ მიეწოდება

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს 5 დღეა წყალი არ მიეწოდება. როგორც სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათთვის უცნობია მიზეზი, რის გამო არ მიეწოდება პატარა მეჯვრისხევის დასახლებას წყალი.

"უწყლობის გამო გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა. უცნობია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაზიანებული წყალსაქაჩის აღდგენაზე. მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისაგან პრობლემის მოგვარებას ითხოვს", - განაცხადა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებელმა თამარ მცურავიშვილმა.

myquiz