თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა | Allnews.Ge

თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა

თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, მას შემდეგ მიიღეს, რაც მოშიმშილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმის შეჩერებისა, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და აქციები თბილისის მერიასთან 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კარვის განთავსებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მერიის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ მომიტინგეებს მერიის წინ კარვის გაშლის ნებართვა არ მისცა.

myquiz