ქობულეთში ერთი ადამიანი მოკლეს და ოთხი დაჭრეს | Allnews.Ge

ქობულეთში ერთი ადამიანი მოკლეს და ოთხი დაჭრეს

ქობულეთში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, წარსულში ნასამართლევმა პირმა დაჭრა.

შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა.

ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიანაც სამი უკვე გაეწერა, ხოლო ერთ მათგანს ფილტვში გამჭოლი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაჭრილებიდან ერთი პოლიციის თანამშრომელია.

ქობულეთის საავადმყოფოში შეკრებილი, დაჭრილთა ახლობლების თქმით, შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დანით დაესხა თავს ხუთ პირს. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ახლობლები არ საუბრობენ. თავდამსხმელიც, გარდაცვლილიც და დაჭრილებიც ადგილობრივები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

myquiz