დავით ნარმანიამ საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა | Allnews.Ge

დავით ნარმანიამ საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინდელი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში, დავით ნარმანიას ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ.

დავით ნარმანიას თავისუფლების მოედანზე შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ

გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“, - აცხადებს ნარმანია.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერიის კრიტიკა მოყვა.

myquiz