საია დავით ნარმანიას საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

საია დავით ნარმანიას საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ონლაინ პეტიციით თბილისის მერის დავით ნარმანიას საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

როგორც საია- ს განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერიაში გუშინ გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით - "მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია [...] მაიმუნი ვირიშვილი ეს..."

"ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის", -აცხადებენ საია-ში.

მსურველებს შეუძლიათ პეტიციას შეუერთდნენ.

myquiz