"პარტიზანული მებაღეობის" მოშიმშილე წევრი შეუძლოდ გახდა | Allnews.Ge

"პარტიზანული მებაღეობის" მოშიმშილე წევრი შეუძლოდ გახდა

"პარტიზანული მებაღეობის" წევრი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, რომელიც თბილისის მერიასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს, ისევ შეუძლოდ გახდა.

ამ წუთებში თბილისის მერიასთან სასწრაფო სამედიცინი დახმარების ბრიგადა იმყოფება, რომელიც მოშიმშილეს შესაბამის დახმარებას უწევს. ჯერჯერობით უცნობია, საჭირო გახდება თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

ელენე მალაშევსკი-ჯაყელი თბილისის მერიასთან უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მანამდე ყაზბეგის 22 ნომერში ხეების უკანონო ჭრის შეჩერებისა და მერიის ეკოლოგიისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომის მოთხოვნით ამავე ადგილზე "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე შიმშილობდა, რომელიც იძულებული გახდა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ეთქვა.

myquiz