თბილისში რუსული ტაქსები გამოჩნდა | Allnews.Ge

თბილისში რუსული ტაქსები გამოჩნდა

რუსულმა კომპანია "იანდექს ტაქსიმ" თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი დაიწყო.

როგორც BPN წერს, ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველო მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამჟამად, თბილისს "იანდექს ტაქსის" 200 მანქანა ემსახურება.

მომავალში რუსული კომპანიის სერვისი საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩაეშვება.

myquiz