ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო | Allnews.Ge

ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

"პარტიზანი მებაღეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო. ნატა ფერაძე დღეს ყაზბეგის ქუჩა 24 ნომერში ხეების მოჭრას აპროტესტებს.

მისი თქმით, დღევანდელი შემთხვევა არ არის პირველი და ის ყოველდღე სოციალურ ქსელში აწყდება სხვადასხვა შემთხვევებს, თუ როგორ ჭრის მერია ხეებს იქ, სადაც არ შეიძლება და შემდეგ ამას კონტრაქტორ კომპანიებს აბრალებს.

"სანამ ეს სამსახური არ დაკომპლექტდება კვალიფიციური, პასუხისმგებლობით სავსე კადრებით, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ვაცხადებ უვადო შიმშილობას", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მისივე თქმით, მას განუცხადეს, რომ ხეების მოჭრის მიზეზი ის იყო, რომ ხეები არის ხმელი, თუმცა როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, კედარი და ვერცხლისფერი ნაძვები, რომლებიც დღეს მოიჭრა, სრულიად საღი იყო. ნატა ფერაძე ამასთან დაკავშირებით მერიისგან პასუხს ელოდება.

myquiz