"ქართუ" მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს | Allnews.Ge

"ქართუ" მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" მის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიალი დღს გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

"საქართველო მინიატურებში"–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

myquiz