როგორი უნდა იყოს ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონი? | Allnews.Ge

როგორი უნდა იყოს ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონი?

ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სწორი და ჯანსაღი კვება წარმოადგენს. არასაკმარისი კვება ხშირად სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვი საკვები მდიდარი იყოს ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით.

არასრულფსოვანი კვება იწვევს - ანემიას, ჭარბწონიანობას, მცირეწონიანობას, ზრდაში ჩამორჩენას, მიკროელემენტების ნაკლებობას, გამოფიტვას და სხვა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში 50 000 ათასი ბავშვი, დღეში 2 ლარზე ნაკლებს ხარჯავს. ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს. მათივე ინფორმაციით, 2009 წლის მონაცემებით, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში მცირეწონიანობა1,2%-ს აღენიშნება. ჭარბწონიანობით ბავშვების 20 პროცენტი იტანჯება. ზრდაში ჩამორჩენა კი 11 პროცენტს აღენიშნება, ხოლო გამოფიტვა 1.6 პროცენტს აქვს.

ბევრი დედა ძუძუთი კვებას ადრე წყვეტს და ხშირად ჩქრობს ბავშვის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანას, რამაც შესაძლოა ზრდაში ჩამორჩენა და მიკროელემენტების ნაკლებობა გამოიწვიოს.

იმის გამო,რომ საქართველოში პურის მოხმარების მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია, გაეროს ფონდის რეკომენდაციით, 2006 წლიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის რკნითა და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირების პროგრამა ხორციელდება.

რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება

ALLNEWS.GE დაინტერესდა თუ როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი მთელი დღის განმავლობაში. რჩევებისთვის დიეტოლოგ ნაია ლატარიას მივმართეთ. მისი თქმით, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში აუცილებელია, მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმა მიიღოს - ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, თუმცა დღის განმავლობაში მათი გადანაწილება მნიშვნელოვანია.

"დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, რომ ორგანიზმა მიიღოს ნახშირწყლები და ცხიმები, ცილების მიღება კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. საღამოს კარგია ცილები და მწვანე ბოსტნეული, მაგალითად, კარტოფილიც ბოსტნეულია, მაგრამ ის ნახშირწყლოვანი ბოსტნეულია.

უმჯობესია თუ ხილსა და ბოსტნეულს სეზონურად მივიღებთ და უპირატესობას ჩვენს მიწაზე მოყვანილს მივანიჭებთ, რადგან ჩამოტანილს ტრანსპორტირებისას ძალიან ბევრი დანამატი აქვს, რაც ხილს საჭირო ვიტამინებს აკარგვინებს.

ყველა ბავშვი სკოლაში წასვლამდე უნდა საუზმობდეს. დილის საუზმე აუცილებელია, არ ვიცი სკოლა ამ საკითხს რამდენად არეგულირებს, მაგრამ ამ საკითხზე მშობელმა უნდა იზრუნოს. წასახემსებლად უმჯობესია ხილი გაატანოს მშობელმა. ლობიანი და მსგავსი საკვები არ იგულისხმება, რადგან მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. სკოლის შემდეგ უკვე გაწერილია სადილი, სამხარი და ვახშამი", - აცხადებს დიეტოლოგი.

აღმოჩენა, რომელიც დიეტის ინდუსტრიას შეცვლის

როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, კარგი იქნება თუ ბავშვი და მოზრდილიც დილას წყლით დაიწყებს. ხოლო ვახშამს დაძინებამდე 4 საათით ადრე მიიღებს. რაც შეეხება ძილს, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ სწორ კვებასთან ერთად ბავშვისთვის ძილი აუცილებელია. მათი თქმით, ადამიანს საშუალოდ 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს.

myquiz