უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში | Allnews.Ge

უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ შავი ზღვისა და მეთევზეობის სამსახურის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე სპეციალისტებთან ერთად, შავ ზღვაში 1960 მეტრ სიღრმეზე განხორციელებული უნიკალური კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სინჯები სხვადასხვა ლაბორატორიებში დამუშავდა და დადგინდა, რომ მიუხედავად მანამდე არსებული თეორიებისა, შავ ზღავში 150–200 მეტრის სიღრმეზე მხოლოდ გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ორგანიზმები არსებობენ, აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის სიღრმისეულ ფენებში ცოცხალი ორგანიზმებიც ბინადრობენ.

"გარემოს ეროვნული სააგენტო მრავალი წელია ახორციელებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პროექტ EMBLASS II ფარგლებში საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა რუმინელ, ბულგარელ, უკრაინელ, ჩეხ, სლოვაკ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად რუმინეთის სამეცნიერო–კვლევითი გემით Mare Nigrum, რომელმაც მოიცვა შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთ შელფის (15 სადგური), შავი ზღვა ოდესიდან–ბათუმამდე (14 სადგური) და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი – საქართველოს სანაპირო.

კვლევამ საქართველოს წყლებში მოიცვა კონტინენტური შელფის ღრმა ფენები და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, სადაც ბოლო 25 წელზე მეტია კვლევები არ წარმოებულა. ასევე კვლევა მოიცავდა მთელ რიგ კომპონენტებს, მიკროფიტობენთოსი, მეიობენთოსი, მიკროპლანქტონი, იქთიოპლანქტონი, მყარი ნარჩენები ზღვაში, ზღვის ხმაური, პოლუტანტების და ნუტრიენტების რიგი კომპონეტები და სხვა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა"

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის ჩათვლით მონიტორინგი წარმოებდა 5 სეზონური დაკვირვების სადგურზე, 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა.

"2016 წლიდან, ზღვის ბიოლოგიური მონიტორინგი ისტორიაში წარიმართა პირველად არამარტო სეზონური დაკვირვების, არამედ პერმანენტული

დაკვირვების სადგურზეც. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგის სანაპიროზე. აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ევროკავშირის წყლისა და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან სრულიად შესაბამისობაშია", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz