საქართველოს მასშტაბით პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი განახლდება | Allnews.Ge

საქართველოს მასშტაბით პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი განახლდება

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს "შკოდას" მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.

"ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონში პოლიციელების ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ შსს-ში.

myquiz