სუს-მა "ფეისბუქში" გავრცელებულ, შესაძლო მუქარის პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო | Allnews.Ge

სუს-მა "ფეისბუქში" გავრცელებულ, შესაძლო მუქარის პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებას სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

"აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

myquiz