როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა | Allnews.Ge

როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა

NDI-იმ საქართველოში წინასაარჩევნო განწყობების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 4 113 ადამიანმა მიიღო.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 15%-ისთვის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ იცის - 10%-მა. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე 5%-თთან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თთან, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.

"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", 3% - "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო სხვა პარტიებს - 7%.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

სხვა პარტიებში კი შედიან: "თავისუფალი დემოკრატები", ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა", "გირჩი", რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი საქართველო", "ქართული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "ქართული დასი", "მრეწველები", "მემარცხენე ალლიანსი" და "ახალი მემარჯვენეები".

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას".

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და "CRRC – საქართველო" ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

myquiz