ფოტოგრაფი გია აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს | Allnews.Ge

ფოტოგრაფი გია აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს. აბდალაძე მეუღლე ნესტან ნეიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

როგორც ფოტორეპორტიორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი დაუკავშირდა და პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მისვლა სთხოვა.

"ჩემი მეუღლე პირველად არის დაბარებული. მე რამდეჯერმე ვიყავი. მითხრეს, რომ რაღაც დეტალების დაზუსტება უნდოდათ. მეუღლეს, ალბათ, გამოკითხავენ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ამბავს. ვფიქრობ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე მალე დასრულდება და ნათელი მოეფინება ყველაფერს. ყოველშემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს ამის იმედი გვაქვს", - აღნიშნა გია აბდალაძემ.

myquiz