საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება | Allnews.Ge

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, თუმცა საღამო საათებში იწვიმებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, 31 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით წვიმაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 27-29 გრადუსი იქნება; იმერეთსა და სამეგრელოში - 30-32 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში შიდა ქართლში 27-29 გრადუსი; ქვემო ქართლში - 30-32 გრადუსი; კახეთში - 31-33 გრადუსი.

თბილისში დღეს 28 გრადუსია მოსალოდნელი; 30-31 ივლისს - 30 გრადუსი, დროგამოშვებით კი დღის მეორე ნახევარში მცირე ხანმოკლე წვიმა.

myquiz