საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება | Allnews.Ge

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით 65 მილიონი დოლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.

მთავრობის სხდომაზე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილისგან მოისმინეს.

მისი თქმით, 2017 წელს საქართველო რაგბში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ასევე ხელბურთის ჩემპიონატს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს და ქვეყანას ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს.

"ეს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება, 130 მილიონზე მეტის, სპორტის განვითარებას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების შეუწყობს ხელს, რადგან ძალიან დიდია ინტერესი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რომ ერთობლივი შეკრებები ჩატარდეს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურის, თუ ღონისძიების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. "ამას შესაბამისი შედეგი აქვს, რადგან საქართველო რეგიონული ცენტრი გახდა სპორტული თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ვინაიდან მოსახლეობის ჯანმრთელების მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდ როლს შეიტანს.

"იქნებ მოვძებნოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სწორი მოდელი, რომ ეს სერვისებში შემდგომში მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწდომი და მეორე მხრივ, იყოს ჯანსაღი ბიზნეს მოდელი, რომლითაც იმართება ეს ინფრასტრუქტურა, რადგან ეს სახელმწიფო არ გახდეს კონკურენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის. უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენ არ ვიყოთ ამის მმართველი", - განმარტა პრემიერმა.

myquiz