მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის მეგობრები დაიბარა | Allnews.Ge

მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის მეგობრები დაიბარა

მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის რამდენიმე მეგობარიც დაიბარა. როგორც უწყებაში განაცხადეს, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს უკვე მინდია გოგოჭურის ორი მეგობარი - მიხეილ ტატარიშვილი და თორნიკე კაჭარავა გამოიკითხებიან.

ტატარაშვილი მთავარ პროკურატურაში 11:00 საათზე, კაჭარავა კი 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. როგორც ცნობილია, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოკითხა.

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.

myquiz