ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს | Allnews.Ge

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმის ცენტრალური ბულვარის მხარეს ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი და ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი.

მათივე განმარტებით, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz