რომანაძეების ოჯახმა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა | Allnews.Ge

რომანაძეების ოჯახმა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ოჯახის ნათესავმა, ოთარ კვირკველიამ განგვიცხადა, მკვლელობა გარდაცვლილი ქალის ქმრის პირველი ცოლის ძმის მეგობარმა ჩაიდინა.

"ჩვენს სიძეს პირველი ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა. სწორედ, პირველი მეუღლის ძმის მეგობარმა დახოცა დედა-შვილი", - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას მოკლული ქალის ბიძა ოთარ კვირკველიამ.

მისივე განმარტებით, მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა იყო. ოთარ კვირკველიას ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა მოზარდიც იმიტომ მოკლა, რომ თვითმხილველი მოეშორებინა.

შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა

"ბედნიერები ვართ, რომ არ ვიცნობთ იმ არაკაცს, არ ჩამოდიოდა ქობულეთში. მკვლელი ჩვენი სიძის პირველი მეუღლის ძმის მეგობარი აღმოჩნდა. ბინაში იმიტომ შევიდა, რომ ფული უნდოდა. ჰკითხეს, ბავშვი რატომ მოკალიო, უთქვამს, დროთა განმავლობაში მაინც მიცნობდა და როგორც თვითმხილველი მოვიშორეო", - აღნიშნა ოთარ კვირკველიამ.

ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავის გამოვლენისთვის მადლობას უხდის.

ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

myquiz