გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული | Allnews.Ge

გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაკითხვაზე დაიბარა.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, პაპუაშვილს შესაბამისი უწყება უკვე გაეგზავნა.

"გიორგი პაპუაშვილს გაეგზავნა უწყება და მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზე", - აღნიშნა სუხიაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის გარდა პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცხრა მოსამართლე ჰყავს, მათ შორის გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და პლენუმის თავმჯდომარეა.

myquiz