მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ, დანარჩენი სამი პირი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება | Allnews.Ge

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ, დანარჩენი სამი პირი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

რაც შეეხებათ ავარიის დროს დაშავებულ კიდევ ერთმორაგბე - გიორგი ლომინაძეს, მისი მეუღლეს და ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ისინი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორჯონიკიძის განმარტებით, აღნიშნული სამი პირის მდგომარეობა უცვლელია.

"კვირიკაშვილს დღეს საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. თუ ყველაფერი ნორმაში იქნება, დღეს თუ არა ხვალ გავწერთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია. ხელოვნური სუნქთვის აპარატზე არიან შეერთებულნი და მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ შეიცვლება", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მორაგბე გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნება.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

myquiz