სასამართლომ როლანდ ახალაიას 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა | Allnews.Ge

სასამართლომ როლანდ ახალაიას 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

უზენაესი სასამართლოს მიერ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, დეპუტატს საპატიმრო სასჯელი არ დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას ფულადი ჯარიმა დააკისრა. ასევე მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

myquiz