სოფელ ჭუბერში ორ მოზარდ გოგონას ეძებენ | Allnews.Ge

სოფელ ჭუბერში ორ მოზარდ გოგონას ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უკვე მეორე დღეა ორ მოზარდ გოგონას ეძებენ.

სამძებრო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. რაც შეეხება გამოძიებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქმე არ არის აღძრული.

სოფელ ჭუბერში ორი მოზარდი გუშინ დაიკარგა. ადგილობრივებმა გოგონები ბოლოს ტყისკენ მიმავალნი ნახეს.

myquiz