მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება | Allnews.Ge

მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობის აღების გამოცდის დახვეწა უნდა მოხდეს.

"ვფიქრობთ, 2017 წლის მეორე ნახევარიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს. ახლა შსს-ს მომსახურების სააგენტო ამაზე მუშაობს. დაახლოებით 2-3 ქვეყნის გამოცდილება ნახეს, სადაც ყველაზე მაღალი სტანდარტია ამ მხრივ. ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება უკვე პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

როგორ ვებრძოლოთ "მკვლელებს" საჭესთან? - ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 40%-ით გაიზარდა

შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდის ქალაქის პირობებში გადმოტანის შემთხვევაში, გარკვეული ქუჩები შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს, რაც "ძალიან ძვირი პროექტია".

"არის კიდევ რამდენიმე სხვა ალტერნატივა და ვფიქრობ, 2017 წლის მეორე ნახევარში, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის, პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

myquiz