რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "რედისონთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

myquiz