საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება | Allnews.Ge

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განცხადა, 24-25 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

26 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. თვის ბოლომდე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს.

24-25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შიდა ქართლში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27-28 გრადუსი იქნება; ქვემო ქართლში - 29-31 გრადუსი; კახეთში - 31-33 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თუმცა 26-27 ივლისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

28-29 ივლისს სინოპტიკოსები კახეთში სეტყვას ვარაუდობენ.

28-29 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

myquiz