ავარიების გაზრდილი სტატისტიკა და მსხვერპლი საქართველოში | Allnews.Ge

ავარიების გაზრდილი სტატისტიკა და მსხვერპლი საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 6432 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით არის გაზრდილი. გაზრდილია დაშავებულების რაოდენობაც. 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს - 8045, 2014 წელს - 8536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა.

მორაგბეების - მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

2015 წელს დაღუპულთა შორის 160 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა კი 1998-ია. 2015 წელს 28 დაღუპული და 912 დაშავებული ბავშვია (0-16 წლამდე).

ამასთან, გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დედაქალაქში 90 ადამიანი დაიღუპა, 3834 კი დაშავდა. თბილისში დაღუპულებს შორის - 43, დაშავებულებს შორის კი 1305 ქვეითია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების 2012-2015 წლების სტატისტიკასთან დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მოგვაწოდაა. რა ფაქტორები განაპირობებენ ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევებს და რა ზომებია გასატარებელი შემთხვევების შესამცირებლად - ამასთან დაკავშირებით "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.

უახლესი ინფორმაცია ავარიაში დაშავებული მორაგბებისა და მათი მეუღლეების შესახებ

- ქალბატონო ეკა, რომელია ის ძირითადი გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებს განაპირობებენ?

- ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილი შემთხვევების მთავარი მიზეზი არის არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევები.

- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს? რა ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად?

- იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, პირველ რიგში, აუცილებელია ეს საკითხი სამთავრობო დონეზე პრიორიტეტული გახდეს და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. შეიქმნას საკოორდინაციო რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხზე.

საკოორდინაციო რგოლმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობისკენ, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების სწრაფი ამოქმედებისკენ, რადგან ტრასპორტი, რომლითაც ჩვენ ვსარგველობთ უსაფრთხო და გამართული იყოს. შსს-ს ინიციატივით, მიმდინარეობს კამპანია, რომელშიც კიდევ მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო.

საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილემ, ქვეითმა, მგზავრმა, მძღოლმა, ქუჩაში გასვლისას უნდა იფიქრონ, რომ ეს არის ყოველდღიური საფრთხე, ყოველდღიური პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და თავინათი არასწორი ქმედებით საფრთხე არ შეუქმნან არც საკუთარ თავს და არც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს.

ანა მარშანია

myquiz