უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყოს
უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყოს. ამის შესახებ ბექაურმა მაგდა პაპიძის დედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, მაგდა პაპიძის საქმეში არსებობს ძალიან ბევრი დარღვევა.
"უპირველეს ყოვლისა, დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, შეილახა მისი ოჯახის უფლებები პროკურატურის მიერ. პროკურორებს გამოჰქონდათ დახურული სხდომიდან ინფორმაცია რაც დაუშვებელია", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.
მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
უფლებადამცველი ინტერესდება, რატომ არ აქვს საზოგადოებას ასეთივე მძაფრი რეაქცია იმ ფაქტებზე, როდესაც ქმრები საკუთარ ცოლებსა და შვილებს კლავენ. ოთარ ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები ირღვევა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
მაგდა პაპიძის დედა ომარ ქაფიაშვილის დედას დებატებში იწვევს
"მინდა მივმართო საზოგადოებას - მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით უნდა დაიწყოს აქციები. ასევე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს გადახედეთ მაგდას საქმეს და გთხოვთ შეიწყალოთ ის", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.