იმერეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა | Allnews.Ge

იმერეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

იმერეთში ორდღიანმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ვანში გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე მდინარე ადიდდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

წვიმის შედეგად განსაკუთრებით სოფელი ბზვანი დაზარალდა, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა, ასევე დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა ტყიბულსაც. ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა გამსახურდიასა და ტვარჩელის ქუჩები დატბორა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური გზა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და სპეციალური მძიმე ტექნიკა მუშაობს.

myquiz