მაგდა პაპიძე - გთხოვთ, არ დამტოვოთ ცოცხალი | Allnews.Ge

მაგდა პაპიძე - გთხოვთ, არ დამტოვოთ ცოცხალი

არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე, მე მზად ვარ "დენით სკამისთვისაც", - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სასჯელისთვის მზადაა, თუმცა ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ურჩევნია სიკვდილით დასაჯონ.

გარდა ამისა, მაგდა პაპიძემ განმარტა, რომ დიდი იმედი ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების, რომლებმაც წარდგენილ ბრალდებებში გაამტყუნეს.

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

"მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია.

მაგდა პაპიძის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი განადგურდება

არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. ვთხოვ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მაგდა პაპიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვა მხოლოდ 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეუძლია

პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას თხოვს, რაც 16 წელია.

myquiz