თელავს მგლები შეესივნენ | Allnews.Ge

თელავს მგლები შეესივნენ

წუხელ გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გობეჯიშვილების ოჯახმა მგლებისგან დაგლეჯილი 17 ცხვარი დილით იპოვა.

როგორც ჯიმშერ გობეჯიშვილი ამბობს, ძაღლის ყეფა ღამის გაიგო, თუმცა გარეთ გამოსულმა მხოლოდ აშვებული ხბო შეამჩნია, დახოცილი ცხვრები კი დილით ნახა.

"ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ გამოყოს ტექნიკა, რომ დახოცილი ცხვრები დავმარხოთ, შემდეგ კი ზარალი აგვინაზღაურონ, რადგან შვიდსულიან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და ეს ცხვარი ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო," - განაცხადა ჯიმშერ გობეჯიშვილმა.

თელავის გამგებლის თქმით, გამგეობა გამოყოფს ტექნიკას დახოცილი ცხვრების დასამარხად, თუმცა ზარალის ანაზღაურება შესაბამისი თანხის არარსებობის გამო ვერ მოხდება.

myquiz