ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა | Allnews.Ge

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ოფისთან "სახალხო ხელისუფლების" წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობა" კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამებაში დაადანაშაულეს და პარტის ოფისზე შესაბამისი შინაარსის პლაკატების გაკვრა სცადეს.

პლაკატის, წარწერით "მკვლელებო" გაკვრის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და "სახალხო ხელისუფლების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწო, რაც შემდგომ მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.

როგორც ცნობილია, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

myquiz