გამოცდების მიმდინარეობისას ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგია გაითიშა | Allnews.Ge

გამოცდების მიმდინარეობისას ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგია გაითიშა

ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრია განთავსებული, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშა. აღნიშნულ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ აბიტურიენტებს პრობლემა არ შექმნიათ და მათ კომპიუტერები არ გათიშვიათ.

"გენერატორს კიდევ ექვსი საათი შეუძლია უწყვეტად იმუშაოს და მიუხედავად იმისა, ჩაირთვება თუ არა საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგია, აბიტურიენტები საგამოცდო ტესტებს დაასრულებენ. თუმცა, თუ პრობლემა 6 საათის განმავლობაში არ გამოსწორდება, მეორე სესიის აბიტურიენტებს გენერატორი ვეღარ უზრუნველყოფს , ვინაიდან მეორე გამოცდა 19:15 საათზე მთავრდება."-განმარტავენ გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ამ წუთებში ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგია უკვე მოვიდა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასასრულს უახლოვდება.

myquiz