დღეიდან პენსია მოიმატებს | Allnews.Ge

დღეიდან პენსია მოიმატებს

პირველი ივლისიდან საპენსიო ცვლილებები ძალაში შედის.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში და აღნიშნა, რომ პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. "პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს - მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლიდან ამოქმედდება - რას მოგვიტანს საპენსიო რეფორმა

18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება. სულ ეს ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს.

ასევე, საპენსიო ცვლილებებია, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში, როდესაც ზრდა შეეხებათ ასაკით პენსიონერებს. ეს ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გამოიხატება 20 ლარით ანუ პენსია გახდება 180 ლარი.

myquiz