გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის და დიზელის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევისას ბენზინში ოქტანობის, ტყვიისა და გოგირდის, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანობისა და გოგირდის შემცველობა განისაზღვრა. დადგინდა, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

სამინისტროს ცნობით, სინჯები სპეციალისტებმა კომპანიების: "ბი პი -ს, "ინტეგრანი 2 -ს, "Trade Team Georgia" - ს, "ფრეგო" - ს, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია-ს, "რომპეტროლ საქართველოს, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", "ლუკოილ-ჯორჯიას", "სან პეტროლიუმ ჯორჯიას ავტოგასამართი სადგურებიდან აიღეს.

myquiz