სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა | Allnews.Ge

სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ თბილისის მერიიდან გვაცნობეს.

ათათურქის აეროპორტში ორი დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა და 239 დაშავდა.

myquiz