ბავშვთა ახალი კლინიკა ერთ-ერთ მოქალაქეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის | Allnews.Ge

ბავშვთა ახალი კლინიკა ერთ-ერთ მოქალაქეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის

ბავშვთა ახალი კლინიკა მოქალაქე მაგდა კალანდაძეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის.

როგორც "სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან" გვაცნობეს, 26 ივნისს მოქალაქე კალანდაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მედ-პერსონალის სამედიცინო შეცდომების შესახებ საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და იუწყებოდა, რომ კლინიკის მიერ სხვადასხვა პაციენტის მიმართ დაშვებული იყო მძიმე ხასიათის სამედიცინო შეცდომები, რამლებმაც პაციენტების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ერთ-ერთ შემთხვევაში, პაციენტის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, მაგდა კალანდაძის ფეისბუქ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ, კლინიკაში ასევე ჩატარდა შიდა მოკვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სამედიცინო მომსახურებები კლინიკაში ჯეროვნად არის გაწეული.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო "ბავშვთა ახალ კლინიკასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კლინიკის ადმინისტრაცია სასამართლოს გზით ითხოვს მოქალაქე კალანდაძისგან გავრცელებული ცნობების საჯარო უარყოფას.

myquiz