სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს | Allnews.Ge

სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში მაგდა პაპიძის დაკითხვა მიმდინარეობს. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ამ წუთებში პროკურორები პირდაპირი წესით კითხავენ.

პაპიძე ბრალდებას და დაცვასაც მოწმეთა სიაში ჰყავდათ. მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, რომელი მხარის მოწმედ აირჩევდა დაკითხვას, რაზეც პაპიძემ პროკურატურის მოწმედ დაკითხვა არჩია.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" თანახმად, მხარე, რომლის მოწმედაც არის პირი წარმოდგენილი, მას პირდაპირი დაკითხვის წესით კითხავს, რაც მხოლოდ შეკითხვების დასმას და პასუხებს გულისხმობს. პაპიძის არჩევანის გამო ბრალდებამ პაპიძის პირდაპირი წესით დაკითხვა დაიწყო, ადვოკატები კი ბრალდებულს ე.წ. ჯვარედინი წესით დაკითხავენ.

ჯვარედინი დაკითხვა პირდაპირისგან იმით განსხვავდება, რომ მხარეს შეკითხვის გარდა შეუძლია მოწმეს კონკრეტული ფაქტი, როგორც დადასტურებული ისე მოუყვანოს, ან მიმანიშნებელი კითხვა დაუსვას.

myquiz