კონსული - თურქულმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში არ არიან | Allnews.Ge

კონსული - თურქულმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში არ არიან

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

ასაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა.

"თურქეთის ხელისუფლებამ გადაამოწმა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან ",- განაცხადა კონსულმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.

აქამდე ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.

myquiz