სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა | Allnews.Ge

სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

დღეს დილით პარიზში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მოლაშვილი 47 წლის იყო.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, სულხან მოლაშვილი დღეს, დილით 07:00 საათზე გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა და 4 დღის განმავლობაში ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა.

სულხან მოლაშვილი 1986-1987 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1996 წელს გახდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

myquiz