ტერაქტის შემდეგ ათათურქის აეროპორტში ჩაფრენილი საქართველოს მოქალაქე დეტალებს იხსენებს | Allnews.Ge

ტერაქტის შემდეგ ათათურქის აეროპორტში ჩაფრენილი საქართველოს მოქალაქე დეტალებს იხსენებს

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-ს გაუტოლდა. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.

Allnews.ge საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც აფეთქების მომენტისთვის სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ჩაფრინდა. მარგალიტა ჯაფარიძე დეტალებზე საუბრობს:

"ჩვენ თვითონ არაფერი ვიცოდით, პანიკა რომ არ შექმნილიყო თვითფრინავში არაფერი გვითხრეს. დაახლოებით საათნახევარი ველოდით თვითმფრინავიდან გადმოსვლას. შემდეგ ბარგი მოგვცეს და აეროპორტში შეგვიშვეს. აეროპორტში დაახლოებით, 2-3 საათი ველოდეთ კონტროლის გავლას, რის შემდეგაც გარეთ გამოგვიშვეს"- განაცხადა Allnews.ge-თან საუბარში ჯაფარიძემ.

რა ხდებოდა ათათურქის აეროპორტში აფეთქებიდან რამდენიმე წუთში - ფოტორეპორტაჟი

მისი თქმით, Turkish Airlines-მა ჩამოსული მგზავრების უსაფრთხოებაზე თავად იზრუნა და ისინი ახლოს მდებარე სასტუმროებში გაანაწილა. თუმცა, მარგალიტას ინფორმაციით, ბევრი მათგანი ამ დრომდე აეროპორტშია დარჩენილი და დახმარებას ელის.

"მე გამიმართლა"- ამბობს ჯაფარიძე.

სალომე აბულაშვილი

myquiz