მაგდა პაპიძე გამომძიებელს - რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ | Allnews.Ge

მაგდა პაპიძე გამომძიებელს - რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძისთვის სამართალდამცველების მიერ რაიმე სახის დაზიანებების მიყენებას უარყოფს საქმის კიდევ ერთი გამომძიებელი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი.

საქმეზე ბრალდებულმა გამომძიებელს, რომელიც პროცესზე იკითხება, ის სამედიცინო დასკვნები გააცნო, სადაც მაგდა პაპიძის მტკიცებით, მისი წამების შედეგად მიყენებული დაზიანებებია აღწერილი.

"22 დეკემბერს როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ, ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ?"- განაცხადა მაგდა პაპიძემ.

ბრალდებულის ამ განცხადების საპასუხოდ გამომძიებელმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა დაზიანებები, რომელიც მაგდა პაპიძემ დაასახელა, მან იმ დროს მიიღო, როდესაც დანაშაული ჩაიდინა და კვალის დაფარვას ცდილობდა.

myquiz