რუსეთში მიმავალი მოქალაქეები საზღვრამდე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მიიყვანეს | Allnews.Ge

რუსეთში მიმავალი მოქალაქეები საზღვრამდე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მიიყვანეს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენებით უზრუნველყვეს.

შსს-ს ინფორმაციით, 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

myquiz