შსს - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა | Allnews.Ge

შსს - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარს, გაბრიელ კახელიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, პატრულის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ხოლო კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.

"პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა გაბრიელ კახელიშვილი. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც", - აცხადებენ შსს-ში.

შსს სოფელ აცანის წინამძღვართან დაკავშირებულ ვიდეომასალას საპატრიარქოში გადააგზავნის

როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან ეცნობა საპატრიარქოსაც.

უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

myquiz