დღეს პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება | Allnews.Ge

დღეს პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"25 ივნისის 22:00 საათიდან, 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. აღნიშნულ ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

myquiz