მაგდა პაპიძის დედა - ომარ ქაფიაშვილის ძმა, "ისლამური დაჯგუფების" წევრობას აპირებდა | Allnews.Ge

მაგდა პაპიძის დედა - ომარ ქაფიაშვილის ძმა, "ისლამური დაჯგუფების" წევრობას აპირებდა

გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი "ისლამური დაჯგუფების" წევრობას აპირებდა, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა.

"მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა "ისლამურ დაჯგუფებაში" შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემ გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი", - განაცხადა ლია შამუგიამ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხა, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური, ძმა მალხაზ ქაფიაშვილი და მათი მეზობლები.

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

 

myquiz