მაგდა პაპიძის დედა - რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რათა მას თანაგრძნობა გაეწია | Allnews.Ge

მაგდა პაპიძის დედა - რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რათა მას თანაგრძნობა გაეწია

რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რათა იმას თანაგრძნობა გაეწია, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა.

"მომხდარის პირველივე დღეებში ლილი (დარეჯან მინდიკაური) ამბობდა, მაგდა იყო ძალიან კარგი ცოლი ქმრისთვისო, ძალიან კარგად უვლიდა მეუღლესო, ესე იგი, რაღაცა მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რომ იმას რაღაცა თანაგრძნობა გაეწია. მაგრამ ამ ბიჭს იცით რა შეეშალა? თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა. გესმით ხალხნო რა არაკაცია? გესმით, რა არაადამიანობაა? ზუსტად არ ვიცი თანაკლასელი იყო თუ არა, მაგრამ უბნელები იყვნენ, როგორ უნდა შეგეშალოს ეს? ქალი მაინც სუსტია, შეიძლება რაღაცაში შეცდეს, გადაიხაროს, მაგრამ კაცს როგორ უნდა შეეშალოს? და ასეთი კაცი ჩუმად შეაპარეს დარბაზში, ჩუმად გაიპარა იქიდან, რომ საზოგადოებას თვალი არ შეევლო. ასე არ უნდა ბნელოდეს, როგორც ბნელა", - განაცხადა შამუგიამ, რომელიც აღნიშნულ ადამიანში სავარაუდოდ ოთარ ბერძენიშვილს გულისხმობდა.

ოთარ ბერძენიშვილი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყებისთანავე დაკითხეს. მისი დაკითხვა, პროკურორების შუამდგომლობის საფუძველზე დახურული იყო, რადგან მხარეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, მათ შორის პაპიძისა და ბერძენიშვილის პირადი მიმოწერა გამოიკვლიეს.

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

 

myquiz